დიდის მონდომებით შევკრიბე ყოველგვარი ინფორმაცია ამის შესახებ.....იმედი მაქ ჩემი POSTI.დაგეხმარებათ იმის გარკვევაში თუ რომელ ტემპერამენტის ჯგუფს მიეკუთვნებით.....პირადად მე უკვე აღმოვაჩინე ჩემი თავი........შენ კი ჩემო მკითხველო წარმატებას გისურვებ .........

ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ძირითადი ოთხი ტიპი.
სანგვილიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური, მელანქოლიკური.
თუმცა უმეტეს წილად ცხოვრებაში ჩვენ ვხდებით შერეულ ტიპებს.სადაც ძირაითადი და წამყვანი ერთ -ერით ტიპი გახლავთ
1 სანგვინიკი.ეს არის სწრაფი ადამიანი ,რომელიც ადვილად ეგუება ცხოვრების ცვალებად პირობებს,მას ახასიათებს სიძნელეებისადმი მაღალი გამძლეობის უნარი.იგი უაღრესად მოძრავია, ურთიერთობაში თავისუალია.იოლად ამყარებს კონტაქტს ადამიანებთან და ამიტომაც მას ნაცნობების ფართო წრე ყავს. იგი არ გამოირჩევა სიმყარით და მუდმივობით ურთიერთობებში და საკმაოდ ხშირად იცვლის კავშირებს.ასეთი ადამიანი მეტად პროდუქტიულია საქმიანობაში,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მას ბევრი საინტერესო საქმე აქვს, ე.ი მუდმივი აგზნების მდგომარეობაში იმყოფება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოწყენილი და მოთენთილია.
2ქოლერიკი ეს არის ადამიანი .რომელთანაც აგზნებადობა სჭარბობს შეკავებას.იგი გამოირჩევა დიდ ცხოვრებისეული ენერგიით,მაგრამ მას არ ყოფნის თავშეკავება.ასეთი ადამიანი საქმეს მთელი მონდომებით იწყებს გატაცებით ეკიდება მას მაგრამ დიდხანს არ ყოფნის მოთმინება და მძიმე,, ხასიათი ’’ეუფლება.არაგაწონასწორებული ნერვული სისტემა განაპირობებს მისი აქტიურიბის ციკლურ ხასიათის და მხნეობის ცვლილებებს,რაიმე საქმით გატაცებული განუზომლად ხარჯავს თავის ძალებს ,რის გამოც გაციელბით ადრე ,,დაცარიელდება’’ ვიდრე საჭიროა და შემდგომ უკვე აღარაფერი შეუძლია.ქოლერიკს უძნელდება საქმიანობა,რომელიც მოითხოვს მწყობრ მოქმედებას ნელ ტემპს.ის ფიცხი და მოუთმენელია.
3 ფლეგმატიკი ეს არის ადამიანი რომელიც მშვიდად ნელა რეაგირებს გაღიზიანებადზე,არ აქვს გარემოს შეცვლისკენ მიდრეკილება.უნარი შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ძლიერ გამღიზიანებელს.ფლეგმატიკი ყოველთვის მშვიდი, მიზანსწრაფული, და მშრომელი ადამიანია,რომელიც გამოირჩევა მოთმინებით , თავშეკავებით,სიბეჯითით.იშვიათად ლაპარაკობს თავის გრძნობებზე. ის ძნელად ეჩვევა უცხო ადამიანებს. მისი ნაცნობების წრე მეტად მწირია.ფლეგმატიკი გამოირჩევა ადამიანებთან ურთიერთობის სტაბილურობით.სერიოზული უსიამოვნების დროს იგი გარეგნულად მშვიდია.თუმცა ყოვლის მპატიებელი არა არის,კონდესატორის მაგივრად საკუთარ თავში შთანთქავს და აგროვებს უსიამოვნების ენერგის.როდესაც იგი კრიტიკულ ზრვარს აღწევს,ძლიერი განმუხტვა გარდაუვალია და არც თუ იშვიათად ხდება უმნიშვნელო საბაბის გამო მისი განრისხება.
4 მელანქოლიკი ეს არის ადამიანი , რომელსაც ხშირად აღენიშნება შიში, მოუსვენრობა,ქცევაში შფოთვა.სუსტი გამძლეობა.უმნიშვნელო საბაბმა შეიძლება გამოიწვიოს მის წყენა,ცრემლები.მას მიდრეკილება აქვს უარყოფითი განცდებისკენ.არ არის თავდაჯერებული.მორცხვია მცირეოდენი სიძნელეებიც საკმარისია მისი მწყობრიდან გამოსაყვანად.არ არის ენერგიული ადამიანი.მას აშინებს ახალი გარემო,ხალხი,ამიტომ გაურბის ადამიანებთან კონტაქტის დამყარებას. თავის თავში იკეტება და მარტოვდება...........

0 comments:

Post a Comment