ბიბლიაში წერია,რომ ადამიანს სამი სახე აქვს ,ერთი როგორსაც სხვები ხედავენ ,მეორე როგორიც თავის თავი თვითონ გონია,მესამე როგორიც სინამდვილეში არის.იმის გასაგებად თუ ვინ ხარ დიდი მნიშვნელობა აქ იმიას ვინ გინდა რომ იყო? მე ვარ ადამიანი. ბიოლოგიური თვალსაზრისით ელემენტებისგან და მინერალებისგან შემდგარი უჯრედოვანი არსება,რომელსაც ახასიათებს ინსტიქტები,შემგუებლობა და აზროვნება,ანუ იგივე პოლიტიკური ცხოველი,,ჰომოსაპიენსი’’ ჩემი წინაპარი არც მეტი არც ნაკლები მაიმუნია და მე ვინ ვარ აი ეგ არ ვიცი. რელიგიური თვალსაზრისით მე ვარ ადამიანი ,ჩემში ორი საწყისია გაერთიანებული,ჩემი სხეული რომელიც ჭურჭელია ჩემი მეორე უძლიერესი საწყისის ცით მონაბერი სულისა ჩემი მთავარი დანიშნულებაა ვემსგავსო უფალს.... ..........მე ვარ ქალი . დიახ ქალი თვითონ ეს სიტყვა იდუმალებაა ამ სიტყვების თქმა მხოლოდ ჩურჩულით შეიძლება.მე ვარ სევდა, ცრემლები, სიხარული,ოცნება,მეორე ნახევარი დიახ შენი მეორე ნაწილი.სინაზე სითბო,უდიდესი სტიმული და გადაულახავი დაბრკოლება ,აუცილებელი პირობა კაცობრიობის არსებობისთვის.მე ვარ ქალი ანუ ის ,რის გარეშეც შენ არ შეგიძლია................და მაინც ვინ ვარ მე. მაშინ შტრიხები პორტრეტისთვის.............მე მიჭირს ისევე როგორც ნოდარ დუმბაძის ჯაყოს,მიჭირს ვერ ვარჩევ სიმართლეს და სიცრუეს,ვერ ვხდები რა რაზე უფრო მნიშვნელოვანია,ისიც კი არ ვიცი ბოლომდე რა მიყვარს ან რა არა ვინ მიყვარს ვინ არა,მგონია რომ ძალიან მიყვარს და უცებ აღმოჩდება,რომ საერთოდ არ მყვარებია.არც ის ვიცი რა მინდა მგონია ,რომ ძალია ძალიან მინდა მაგრამ უცებ ვხვდები არც მინდა არც მდომებია არასდროს,მიჭირს ისე როგორც ჯაყოს მაგრამ დედა ეუბნება,რომ კარგია უნდა უჭირდეს,აუცილებლად კიდევ დიდხანს გაუჭირდება.მეც უნდა მიჭირდეს ალბათ ,მეც დიდხანს გამიჭირდება.მაგრამ მაინც ის არის მთავარი მიხვდე რა არის მთავარი,არ ვიცი მთავარი რა არის,მაგრამ ვიცი,რომ მიყვარს გრანელი,თაყვანს ვცემ გალაქტიონს,მაგიდაზე გადაშლილი მიდევს დათა თუთაშხია და ყოველდღე ვკითხულობ მარკესისი ბოლო სიტყვას.შეიძლება დღეს კი არა ისე მოვკვდე ვერც გავცე შეკითხვას პასუხი. ვინ ვარ მე? საიდან მოვდივარ? საით მივდივარ?ეს მარადიული კითხვებია და ამაზე პასუხი ერთადერთმა ყოვლის მცოდნე უფალმა იცის..............

2 comments:

kulturanews said...

ase Tu gaagrZeleb bevrs miaRwev

kiso said...

madlobt sixaruloooooooooooo

Post a Comment