თქვენი არ ვიცი მაგრამ. მე ძალიან მომწონს ეს ტეგ თამაშები....თან საინტერესო კითხვებია.....,რაღა ბევრი გავაგრძელო შევუდექი პასუხების გაცემას........


უი სულ დამავიწყდა თემის ავტორია Alice.


1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?


*ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი,დორიან გრეის პორტრეტი,წითელი სიკვდილის ნიღაბი,დანაშაული და სასჯელი,

*ტერენტი გრანელი,გალაქტიონი,მუხრან მაჭავარიანი.
*მარკესი,გოეთე, დოსტოევსკი,ბალზაკი......და ა.შ
*ნოდარ დუმბაძის HELLADOS....და კუკარაჩა....
*დაცინვით არცერთისთვის დამიცინია ბავშვობაში წავიკითხე ’’უფრსკული,,და ძალიან არ
მომეწონა.
*დოჩანაშვილს რა თქმაუნდა და ამირეჯიბის დათა თუთაშხიას.
*(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“
*უთაო მხედარი, ჯეინ ეარი ძალიან მიყვარდაა
* მთლიანა გადავქექე ჩემი გონება, მაგრამ ვერაფრით გავიხსენი.....შემდეგისთვის იყოს:)
*წელიწადში ალბათ 20-მდე მაინც ავალ ხოლმე...

0 comments:

Post a Comment