1-სიყვარული
2-სექსი
3-ფანტაზია


ფრთები მინდა,.................

რომ გავფრინდე..............

საღაც შორს......

ზღვის ფერ მხარეში

იქ სადაც ვიქნებით 

მე და ჩემი   

მარტობაა

............

იქ სადაც

სიჩუმე შემომხვევს ხელს

ნაზად  ჩამიკრას გულში.

 და მწარედ აქვითინებულს........

ცრემლებს მომწმენდს.....

.............................





  • ტკივილიდან........................სიხარულისკენ
    უბედურებიდან................... ბედნიერებისკენ
    უსასრულობიდან....................მარადისობისკენ
    სიძულვილიდან.....................სიყვარულისკენ
    დაცემიდან.......................აღმაფრენისკენ
    მარადისობიდან.....................უსასრულობისკენ
    სიცოცხლიდან.......................სიკვდილამდე
    უაზრობიდან ....................საზრისისაკენ
    ან საზრისიდან.................უაზრობისკენ










დიდის მონდომებით შევკრიბე ყოველგვარი ინფორმაცია ამის შესახებ.....იმედი მაქ ჩემი POSTI.დაგეხმარებათ იმის გარკვევაში თუ რომელ ტემპერამენტის ჯგუფს მიეკუთვნებით.....პირადად მე უკვე აღმოვაჩინე ჩემი თავი........შენ კი ჩემო მკითხველო წარმატებას გისურვებ .........

ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ძირითადი ოთხი ტიპი.
სანგვილიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური, მელანქოლიკური.
თუმცა უმეტეს წილად ცხოვრებაში ჩვენ ვხდებით შერეულ ტიპებს.სადაც ძირაითადი და წამყვანი ერთ -ერით ტიპი გახლავთ
1 სანგვინიკი.ეს არის სწრაფი ადამიანი ,რომელიც ადვილად ეგუება ცხოვრების ცვალებად პირობებს,მას ახასიათებს სიძნელეებისადმი მაღალი გამძლეობის უნარი.იგი უაღრესად მოძრავია, ურთიერთობაში თავისუალია.იოლად ამყარებს კონტაქტს ადამიანებთან და ამიტომაც მას ნაცნობების ფართო წრე ყავს. იგი არ გამოირჩევა სიმყარით და მუდმივობით ურთიერთობებში და საკმაოდ ხშირად იცვლის კავშირებს.ასეთი ადამიანი მეტად პროდუქტიულია საქმიანობაში,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მას ბევრი საინტერესო საქმე აქვს, ე.ი მუდმივი აგზნების მდგომარეობაში იმყოფება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოწყენილი და მოთენთილია.
2ქოლერიკი ეს არის ადამიანი .რომელთანაც აგზნებადობა სჭარბობს შეკავებას.იგი გამოირჩევა დიდ ცხოვრებისეული ენერგიით,მაგრამ მას არ ყოფნის თავშეკავება.ასეთი ადამიანი საქმეს მთელი მონდომებით იწყებს გატაცებით ეკიდება მას მაგრამ დიდხანს არ ყოფნის მოთმინება და მძიმე,, ხასიათი ’’ეუფლება.არაგაწონასწორებული ნერვული სისტემა განაპირობებს მისი აქტიურიბის ციკლურ ხასიათის და მხნეობის ცვლილებებს,რაიმე საქმით გატაცებული განუზომლად ხარჯავს თავის ძალებს ,რის გამოც გაციელბით ადრე ,,დაცარიელდება’’ ვიდრე საჭიროა და შემდგომ უკვე აღარაფერი შეუძლია.ქოლერიკს უძნელდება საქმიანობა,რომელიც მოითხოვს მწყობრ მოქმედებას ნელ ტემპს.ის ფიცხი და მოუთმენელია.
3 ფლეგმატიკი ეს არის ადამიანი რომელიც მშვიდად ნელა რეაგირებს გაღიზიანებადზე,არ აქვს გარემოს შეცვლისკენ მიდრეკილება.უნარი შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს ძლიერ გამღიზიანებელს.ფლეგმატიკი ყოველთვის მშვიდი, მიზანსწრაფული, და მშრომელი ადამიანია,რომელიც გამოირჩევა მოთმინებით , თავშეკავებით,სიბეჯითით.იშვიათად ლაპარაკობს თავის გრძნობებზე. ის ძნელად ეჩვევა უცხო ადამიანებს. მისი ნაცნობების წრე მეტად მწირია.ფლეგმატიკი გამოირჩევა ადამიანებთან ურთიერთობის სტაბილურობით.სერიოზული უსიამოვნების დროს იგი გარეგნულად მშვიდია.თუმცა ყოვლის მპატიებელი არა არის,კონდესატორის მაგივრად საკუთარ თავში შთანთქავს და აგროვებს უსიამოვნების ენერგის.როდესაც იგი კრიტიკულ ზრვარს აღწევს,ძლიერი განმუხტვა გარდაუვალია და არც თუ იშვიათად ხდება უმნიშვნელო საბაბის გამო მისი განრისხება.
4 მელანქოლიკი ეს არის ადამიანი , რომელსაც ხშირად აღენიშნება შიში, მოუსვენრობა,ქცევაში შფოთვა.სუსტი გამძლეობა.უმნიშვნელო საბაბმა შეიძლება გამოიწვიოს მის წყენა,ცრემლები.მას მიდრეკილება აქვს უარყოფითი განცდებისკენ.არ არის თავდაჯერებული.მორცხვია მცირეოდენი სიძნელეებიც საკმარისია მისი მწყობრიდან გამოსაყვანად.არ არის ენერგიული ადამიანი.მას აშინებს ახალი გარემო,ხალხი,ამიტომ გაურბის ადამიანებთან კონტაქტის დამყარებას. თავის თავში იკეტება და მარტოვდება...........

თქვენი არ ვიცი მაგრამ. მე ძალიან მომწონს ეს ტეგ თამაშები....თან საინტერესო კითხვებია.....,რაღა ბევრი გავაგრძელო შევუდექი პასუხების გაცემას........


უი სულ დამავიწყდა თემის ავტორია Alice.


1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?


*ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი,დორიან გრეის პორტრეტი,წითელი სიკვდილის ნიღაბი,დანაშაული და სასჯელი,

*ტერენტი გრანელი,გალაქტიონი,მუხრან მაჭავარიანი.
*მარკესი,გოეთე, დოსტოევსკი,ბალზაკი......და ა.შ
*ნოდარ დუმბაძის HELLADOS....და კუკარაჩა....
*დაცინვით არცერთისთვის დამიცინია ბავშვობაში წავიკითხე ’’უფრსკული,,და ძალიან არ
მომეწონა.
*დოჩანაშვილს რა თქმაუნდა და ამირეჯიბის დათა თუთაშხიას.
*(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“
*უთაო მხედარი, ჯეინ ეარი ძალიან მიყვარდაა
* მთლიანა გადავქექე ჩემი გონება, მაგრამ ვერაფრით გავიხსენი.....შემდეგისთვის იყოს:)
*წელიწადში ალბათ 20-მდე მაინც ავალ ხოლმე...

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია ?!
თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ იგრძნობ,
თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,
ღამეს ჩურჩულში თუ არ გაათევ,
სხვა უკეთესი რა გიგემია????
არ მოგიპარავს დროის წუთები,
არ მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,
ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა?
თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,
წუთები უღვთოდ დაგილოცნია,
ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და......
თქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია!!!!
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori" -ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori"-ა.

ყინულივით ცივი სახე, პირქუში გამოხედვა მოარული ჩონჩხი.ხელში ცელ მომარჯვებული,შავად შემოსილი საშინელი არსება.......
უცებ გამოჩდება შენს ცხოვრებაში და წაიყვანს იმას ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს,ვის გარეშეც სიცოცხლე არ შეგიძლია......წაიყვანს ისე რომ არც კი გეკითხება......არც შენი გრძნობები აინტერესებს..................გულს გართმევს და სისხლიანი ხელებით ჩუმად იღიმება....................ხედავ როგორ წყდება სიცოცხლის უხილავი ძაფი......ხედავ მაგრამ ვერაფერს ახერხებ..................უსუსური დგეხარ თავ დახრილი ბოღმა გახრჩობს.......და.....წყევლი შენს გაჩენის დღეს............
მიყვარს – სიცოცხლე.....და.....ჩხურჩხელა

ვოცნებობ – ერთხელ მაინც წავიდე კოსმოსში...........

ვფიქრობ – ბევრს....ზოგჯერ იმდენს ,რომ ვიგრუზები

კმაყოფილი ვარ – სხვების ნამოქმედარით და არა ჩემი თავით

მძულს – თვითონ სიძულვილი მძულს

ვნანობ – არაფერს , არასოდეს

მსურს – ვიყო ბედნიერი

მაღიზიანებს – უსამართლობა,თავხედობა

ვგრძნობ – როგორ სწრაფად გადის დრო......

მეშინია – გველის

ვიცი – მე ის ვიცი რაც ვიცი...და ისც ვიცი რაც არა ვიცი

არ ვიცი – ქიმია

შემიძლია – გაუჩერებლად ვიცეკვო.........

არ შემიძლია –ვითვალმაქცო

ვმეგობრობ – სულით მონათესავე ადამიანებთან

ვაპატიებ – ყველაფერს.......

ვტირი – უაზრო და სენტიმენტალურ ფილმებზე

ვიცინი – ჩემს შეცდომებზე

ვეძებ – სიმშვიდეს

ღირსი ვარ – ხანდახან არაფრის

ვკარგავ – გასაღებს

მშურს – მაგარი ფეხები

ვემალები –ძაღლებს

ვემტერები – არავის........ ყველა იმას მოიმკის რასაც დასთეს

მაინტერესებს – ფსიქოლოგია

არ მაინტერესებს – ქიმია

მახსოვს – ნომრები

მრცხვენია – უპასუხისმგებლობის

უარვყოფ – ტყუილს

ვავადვმყოფობ – გულით ,და ტვინით

ვმალავ – ჩემს ნაკლს

ვინახავ – sms.......

მწამს – იმის რომ ღმერთი ყველასთვის ერთია

მიკვირს – იშვიათად

მიხარია –მეგობრის ბედნიერება

ვჭორაობ – საშინლად არ მინდა მაგრა მაინც მეჭორავება ხოლმე.....

ვდარდობ – როცა რაღაც ისე არ გამოდის ,როგორც მე მინდა

ვამაყობ – ჩემი ძმით

ვაკეთებ – ათას სისულელეს ერთდროულად

ვეფერები – საყვარელ ადამიანს

მსიამოვნებს – ყურადღება, ოგონდ არა გადამეტებული

მესიზმრება – უაზრო რაღაცეები

ვეწევი –არ ვეწევი

მწყინს – საყვარელი ადამიანებისგა

ვხარჯავ – ფულს უაზროდ

ვღალატობ – არავის..

ვკამათობ – ხშირად , მიყვარს კამათი

ვუხეშობ -როცა მწყობრიდან გამოვდივარ

ვუსმენ – იმას რაც იმ წუთში მისწორდება. და ვუყურებ იმას რაც მაინტერესებს

ვყოყმანობ – სულ და ყველაფერზე

ვკითხულობ – წიგნებს.

ვამზადებ – მაგარდ ელარჯს

ვკლავ – დროს.........

ვაფუჭებ – ყველაფერს

ვცხოვრობ – დედამიწაზე

ვცემ – მხოლოდ ბოლთას

ვყვირი – როცა მეკეტება

ვმღერი – როცა მაგრად მიხარია

ვასრულებ – სიამოვნებით მხოლოდ სურვილებს

დავდივარ -როცა საცობებია

ვმკურნალობ – სულს

ვერიდები – თვითკმაყოფილ და საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანებს

ვთამაშობ – ბილიარდს

ვიტყუები – ხშირად როცა ახსნა მეზარება

ვეთაყვანები – უფალს

ვგიჟდები იმაზე, რომ – ვგიჟდები........

ვაგროვებ – ხურდა ფულს

ვიხდი – მგზავრობის ფულს

ვეჭვიანობ – არასდროს და არაფერზე

ვკაიფობ – თავის თავზე შეყვარებულ ადამიანებზე

ვიზიდავ – ყველა დებილს

ვილამაზებ – ყოველ ახალ გათენებულ დღეს
ბიბლიაში წერია,რომ ადამიანს სამი სახე აქვს ,ერთი როგორსაც სხვები ხედავენ ,მეორე როგორიც თავის თავი თვითონ გონია,მესამე როგორიც სინამდვილეში არის.იმის გასაგებად თუ ვინ ხარ დიდი მნიშვნელობა აქ იმიას ვინ გინდა რომ იყო? მე ვარ ადამიანი. ბიოლოგიური თვალსაზრისით ელემენტებისგან და მინერალებისგან შემდგარი უჯრედოვანი არსება,რომელსაც ახასიათებს ინსტიქტები,შემგუებლობა და აზროვნება,ანუ იგივე პოლიტიკური ცხოველი,,ჰომოსაპიენსი’’ ჩემი წინაპარი არც მეტი არც ნაკლები მაიმუნია და მე ვინ ვარ აი ეგ არ ვიცი. რელიგიური თვალსაზრისით მე ვარ ადამიანი ,ჩემში ორი საწყისია გაერთიანებული,ჩემი სხეული რომელიც ჭურჭელია ჩემი მეორე უძლიერესი საწყისის ცით მონაბერი სულისა ჩემი მთავარი დანიშნულებაა ვემსგავსო უფალს.... ..........მე ვარ ქალი . დიახ ქალი თვითონ ეს სიტყვა იდუმალებაა ამ სიტყვების თქმა მხოლოდ ჩურჩულით შეიძლება.მე ვარ სევდა, ცრემლები, სიხარული,ოცნება,მეორე ნახევარი დიახ შენი მეორე ნაწილი.სინაზე სითბო,უდიდესი სტიმული და გადაულახავი დაბრკოლება ,აუცილებელი პირობა კაცობრიობის არსებობისთვის.მე ვარ ქალი ანუ ის ,რის გარეშეც შენ არ შეგიძლია................და მაინც ვინ ვარ მე. მაშინ შტრიხები პორტრეტისთვის.............მე მიჭირს ისევე როგორც ნოდარ დუმბაძის ჯაყოს,მიჭირს ვერ ვარჩევ სიმართლეს და სიცრუეს,ვერ ვხდები რა რაზე უფრო მნიშვნელოვანია,ისიც კი არ ვიცი ბოლომდე რა მიყვარს ან რა არა ვინ მიყვარს ვინ არა,მგონია რომ ძალიან მიყვარს და უცებ აღმოჩდება,რომ საერთოდ არ მყვარებია.არც ის ვიცი რა მინდა მგონია ,რომ ძალია ძალიან მინდა მაგრამ უცებ ვხვდები არც მინდა არც მდომებია არასდროს,მიჭირს ისე როგორც ჯაყოს მაგრამ დედა ეუბნება,რომ კარგია უნდა უჭირდეს,აუცილებლად კიდევ დიდხანს გაუჭირდება.მეც უნდა მიჭირდეს ალბათ ,მეც დიდხანს გამიჭირდება.მაგრამ მაინც ის არის მთავარი მიხვდე რა არის მთავარი,არ ვიცი მთავარი რა არის,მაგრამ ვიცი,რომ მიყვარს გრანელი,თაყვანს ვცემ გალაქტიონს,მაგიდაზე გადაშლილი მიდევს დათა თუთაშხია და ყოველდღე ვკითხულობ მარკესისი ბოლო სიტყვას.შეიძლება დღეს კი არა ისე მოვკვდე ვერც გავცე შეკითხვას პასუხი. ვინ ვარ მე? საიდან მოვდივარ? საით მივდივარ?ეს მარადიული კითხვებია და ამაზე პასუხი ერთადერთმა ყოვლის მცოდნე უფალმა იცის..............
,,ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა’’(ჭაბუა ამირეჯიბი)
,,ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში ’’(კონსტანტინე გამსახურდია)
,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს’’(გურამ დოჩანაშვილი)
,,ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.’’(მარკესი)
,,ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.’’(ლევ ტოლსტოი)

,,მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს - გააბედნიერო საყვარელი ადამიანი’’(სტენდალი)
,,შურიანები კვდებიან,მაგრამ შური-არასოდეს’’(მოლიერი)
,,ყველაზე ნაკლებად სხვებს იმ შეცდომებს ვპატიობთ,რომელთაც თავად ვუშვებთ ცხოვრებაში’’(ჯოვანი ბოკაჩო)
,,ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა’’(ონორე დე ბალზაკი)
,,იცოცხლო ,ნიშნავს გრძნობდე და აზროვნებდე, იტანჯო და ისიამოვნო, სხვა ცხოვრება ეს უკვე სიკვდილია(მანი)
,,სიკვდილის არ მეშინია მე ო,არა საერთოდ გაქრობის მეშინია”(ლერმონტოვი)
,,ფანტაზია ჩვენი ფსიქიკის კიდევ ერტი ნაწილია”(ადლერი)
,,ვიმოქმედოთ უფლებებით და არა ძალმომრეობით’’(ტიმ ლივიუსი)
,,პოეზია სულის მუსიკაა’’(ვოლტერი)
,,ცხოვრების მიზანი თვითრეალიზაციაა,მთელი სისრუილით გამოხათო საკუთარი არსი,აი რისთვის ვცხოვრობთ ჩვენ’’(ოსკარ უაილდი)
,,გონება მიგვიტითებს მიზნებისკენ,ვნება კი გვარიდებს მას’’(რუსო)
,,ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან’’(ანტონ ჩეხოვი)
,,იქნებ სწორედ ის გრძნობები, რომელთაც ჩვენ განვიცდით მხოლოდ მაშინ, როცა შეყვარებულები ვართ, წარმოადგენენ ნორმალურ მდგომარეობას. სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს იგი’’(ანტონ ჩეხოვი )
,,ხშირად ერთი და იგივე მიზეზი სავსებით განსხავებულ შედეგებს წარმოშობს’’(შარლ ბოდლერი)
,,საქმე ის კი არა, რომ სწრაფად გავიქცეთ, არამედ ის, რომ გავიქცეთ დროულად,,(ფრანსუა რაბლე)
,,გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა’’(მარკ ტვენი)
,,სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში - კარგი საზოგადოება”(მარკ ტვენი)
,,`შეუძლებელია, ბოლოს და ბოლოს არ გახდე ის, რადაც მიაჩნიხარ სხვებს”(მარკესი)
,,ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი - ყველაფერი’’(ფრანსუა დე ლაროშფუკო)
,,ე ვწერ განსხვავებულად ,ვიდრე ვსაუბრობ,ვსაუბრობ განსხვავებულად ვიდრე ვფიქრობ,ვფიქრობ განსხვავებულად ვიდრე უნდა ვიფიქრო_და მივდივარ უსასრულობის ბნელი სიღრმეებისკენ.”(ედგარ პო)
,,არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.’’(ჭაბუა ამირეჯიბი)
,,ადამიანი ტირის, რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა; ტირის, რათა შეიცოდონ; ტირის, რათა სხვაც ატიროს; დაბოლოს, ტირის, რადგან სირცხვილია, არ იტიროს”(ფრანსუა დე ლაროშფუკო)
,,დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ"(გოეთე)
,,შენ თავისუფალი ხარ შექმნა და პატივი სცე ნებისმიერ წარსულს, რომელსაც შენ ამოირჩევ, რათა განკურნო და გარდაქმნა საკუთარი მომავალი,,(ბახი)
,,ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.,,(ნოდარ დუმბაძე)
,,ყველას უფლება აქვს სწამდეს, რისიც სურს. მე მხოლოდ იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ყველა ვაიძულო რაიმე ერთის სწამდეს.,,(აიზეკ აზიმოვი)
,,მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.,,(ვოლტერი)