ეს თეთრ წვერა,ლოყებ ღაჟღაჟა სანტა-კლაუსი......დაიბადა მცირე აზიაში.ის მესამე საუკუნის მოღვაწე წმინდა ნიკოლოზია,ეს ის წმინდანია ,რომლის ხატზეც მთელი საქრისტიანო და მათშორის ქართველებიც ვლოცულობთ. უპოვართა , ღატაკთა,შეყვარებულთა მგზავრთა,და სხვათა მფარველი................წმინდანს ძალიან ჰყვარებია ადამიანებისთვის საჩუქრების მიძრვნა.სიღატაკის გამო მამის მიერ უძველესი პროფესიის შესასწავლად გამზადებულ სამ ქალიშვილს წმინდა ნიკოლოზმა ღამით ბუხრის საკვამურიდან ჩაუყარა ფულით სავსე ქისები. ისინი ბუხრის წინ გაფენილ წინდებში ჩაცვივდა. შემდგომ ეს საფუძვლად დაედო შობის ღამეს საჩუქრებისთვის ბუხრის წინ წინდების ჩამოკიდების ტრადიციას.


XIX საუკუნის დასაწყისში ამერიკელები ნელ-ნელა უცვლიან გარეგნობას შობის ზეიმის მთავარ გმირს. ინგლისელები მას სანტა-კლაუსს (სანტა-კლაუსი წმინდა ნიკოლოზის ერთ-ერთი ანგლოსაქსონური სახელია) არქმევენ.

ხოლო რეკლამის მოყვარულმა ვაჭრებმა ის საკუთარ ბიზნესშიც დაასაქმეს....და ეს დარბაისელი, მხიარული პუტკუნა ლაპლანდიელი...ყველასთვის საყვარელ პატარა კაცუნდა იქცა..........,რომელიც მთელი მსოფლიო მაშტაბით მოგზაურობს..და ყოველ ახალ წელს.ნაძვისხის ქვეშ საჩუქრებს გვიტოვებს..........

0 comments:

Post a Comment